სამეგრელო-ზემო სვანეთიში განათლების, სპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება გრძელდება
21 თებერვალი 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განათლების, სპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად აგრძელებს. რეგიონში უკვე დასრულდა და მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, თანამედროვე და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში დასრულდა №1 საჯარო სკოლის მშენებლობა. 30 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს — მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კეთილმოეწყო ეზო. პროექტის ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში ნაფიჩხოვოს თემის 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, ხოლო სოფელ ზუმში 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სრულდება. დაბა ჩხოროწყუში კი, 400 მოსწავლეზე გათვილილი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სკოლების მშენებლობები დასრულდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწში და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში. ყველა საგანმანათლებლო ობიექტი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო სისტემებით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში და აბაშის მუნიციპალიტეტიში დაიწყო თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა. ორივე პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს, სრულად აღჭურვილ გასახდელებსა და დამხმარე ინფრასტრუქტურას. ახალი სპორტული სივრცეები ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტიში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას 332-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხოუშიაზე ახალი, 60 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის 3-მალიანი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 6.2 მილიონ ლარს შეადგენს და იგი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანში.
რეგიონში მიმდინარე პროექტები ქმნის თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტულ გარემოს, აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების პოტენციალს.